Monday, February 4, 2013

First Step Georgia - დღის ცენტრი


       





         „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრები უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ადგილით, სადაც მათ შეუძლიათ გაიუმჯობესონ თავიანთი ფუნქციური უნარები, მოხდეს მათი სოციალური ინტეგრაცია, ქონდეთ ურთიერთობა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან და განივითარონუნიკალური და ინდივიდუალური შესაძლებლობები. ჩვენ დახმარებასა და იმედს ვთავაზობთ ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს.


  •    დღის ცენტრის მისია : თანაგრძნობისა და შესაძლებლობების გარემოს შექმნა მისია: „პირველი ნაბიჯი   საქართველოს“ მისია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვაა.

  • ხედვა: ქართული საზოგადოება, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდება მათი პირადი კეთილდღეობისათვის საჭირო რესურსებზე; აქვს უფლება და შესაძლებლობა, იყოს საზოგადოების თანასწუფლებიანი წევრი; არის თავისი ოჯახისა და საზოგადოების ცხოვრების აქტიური მონაწილე.

    მათი საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • თანასწორობა – განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ უფლება, პატივს სცემდნენ და ჰქონდეთ საზოგადოების/თემის ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.
  • ღირსება და თვითგამორკვევა – ბავშვების და ახალგაზრდების ცოდნის, შესაძლებლობების და გამოცდილების დაფასება, ასევე, მათი არჩევანის გაზიარება და მხარდაჭერა.
  • მრავალფეროვნება – ადამიანებს შორის განსხვავებების დაფასება და აღიარება, რომ მრავალფეროვანი საზოგადოება – ძლიერი საზოგადოებაა.
  • დისკრიმინაციის დაუშვებლობა – ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს დისკრიმინაციისგან თავისუფლად. ჩვენი მომსახურება გმობს ყველანაირ დისკრიმინაციას.
  • პროფესიონალიზმი – ვავითარებთ და ვინარჩუნებთ ეფექტური რეაგირებისთვის საჭირო ორგანიზაციულ რესურსებს
  • მულტისექტორული პარტნიორობა – პარტნიორობის შექმნა და შენარჩუნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ყველა ბავშვის და ახალგაზრდისთვის მომსახურების გასაწევად და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესამუშავებლად. 



View Larger Map







Wednesday, January 30, 2013

რა არის ინკლუზია, ინკლუზიური სწავლება

     ინკლუზია წარმოადგენს რწმენას,რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები განათლებას უნდა იღებდნენ  თანატოლებთან ერთად,განურჩევლად იმისა, აკმაყოფილებენ თუ არა (კურიკულუმის) ტრადიციულ სტანდარებს. მიუხედავად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებისა, საზოგადოებრივი აზრი შშმ ბავშვების განათლების შესახებ  დღემდე არაერთგვაროვანია:ზოგს მიაჩნია რომ შეზღუდული უნარის მიუხედავად, ყველა ბავშვი ,ერთ სასწავლო გარემოში უნდა იყოს,ხოლო სხვათა აზრით ზოგადსაგანმანათლებლო კლასებში მხოლოდ ის ბავშვები უნდა მოთავსედნენ,რომლებიც სავალდებულო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.ინკლუზიურ განათლებას სარგებლობა მოაქვს ყველა ბავშვისთვის: შშმ ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინებით აკადემიურ განათლებასთან ერთად,სხვა მოსწავლეებზე დაკვირვებით იძენენ სოციალურ ქცევებს,რაც მეტად მნიშვნელოვანი საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრირებისთვის. ინკლუზია ეხმარება ჩვეულებრი განვითარების მოსწავლეებსაც: ისინი სწავლობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა განსხვავებულობის ერთ-ერთი სახეა და სხვადასხვა შესაძლებლობის მიუხედავად მათ შეუძლიათ ერთად სწავლა და მეგობრობა.ინკლუზიური მიდგომა ითვალისწინებს განავითაროს ასეთი მოსწავლეებზე განათლების ორიენტირებული მეთოდოლოგია, ცდილობს შეიმუშაოს უფრო დრეკადი პედაგოგიური მიდგომები რამდენადაც ყველა ბავშვი წარმოადგენს ინდივიდუმს სხვადასხვა სასწავლო მოთხოვნებით. 1989წელი “ბავშვთა უფლებები გაეროს კონვენციამ”აღიარა ასეთი  ბავშვების განათლების უფლება. 1994  წელს იუნესკოს ეგიდით,მსოფლიოს 92-მა  ქვეყანამ ხელი მოაწერა ესპანეთში “სალამანკას დეკლარაციას”, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინკლუზიურ განათლებას და გააჟღერა მისი ძირითადი პრინციპები. 
            შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართულობა. 
შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ჩართულობა სასწავლო პროცესში ევროპისთვის გავლილი გზა და გადალახული ბარიერია, ამგვარი სწავლების აუცილებლობა  განაპირობა ჩატარებულმა კვლევებმა,რომლის თანახმადაც ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეციას და მათი უნარების კიდევ უფრო დაქვეითებას. ნორვეგიაში ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ კიდევ 30 წელი არ გაუქმებულა სპეციალიზებული სკოლები.ნორვეგიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ბავშვები თვითონ შეცვლიან სამყაროს. ხშირად ვახსენე ნორვეგია და ამიტომ აქვე ვიტყვი,  რომ სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს  მხარდაჭერით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მასთან არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ, ამოქმედდა პროექტი, რომელის ქართულ სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვას ითვალისწინებს. ჯერჯერობით შერჩეულია  10 საჯარო სკოლა,სადაც შეუძლიათ სწავლა შშმ ბავშვებს.