Wednesday, January 30, 2013

რა არის ინკლუზია, ინკლუზიური სწავლება

     ინკლუზია წარმოადგენს რწმენას,რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები განათლებას უნდა იღებდნენ  თანატოლებთან ერთად,განურჩევლად იმისა, აკმაყოფილებენ თუ არა (კურიკულუმის) ტრადიციულ სტანდარებს. მიუხედავად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებისა, საზოგადოებრივი აზრი შშმ ბავშვების განათლების შესახებ  დღემდე არაერთგვაროვანია:ზოგს მიაჩნია რომ შეზღუდული უნარის მიუხედავად, ყველა ბავშვი ,ერთ სასწავლო გარემოში უნდა იყოს,ხოლო სხვათა აზრით ზოგადსაგანმანათლებლო კლასებში მხოლოდ ის ბავშვები უნდა მოთავსედნენ,რომლებიც სავალდებულო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.ინკლუზიურ განათლებას სარგებლობა მოაქვს ყველა ბავშვისთვის: შშმ ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინებით აკადემიურ განათლებასთან ერთად,სხვა მოსწავლეებზე დაკვირვებით იძენენ სოციალურ ქცევებს,რაც მეტად მნიშვნელოვანი საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრირებისთვის. ინკლუზია ეხმარება ჩვეულებრი განვითარების მოსწავლეებსაც: ისინი სწავლობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა განსხვავებულობის ერთ-ერთი სახეა და სხვადასხვა შესაძლებლობის მიუხედავად მათ შეუძლიათ ერთად სწავლა და მეგობრობა.ინკლუზიური მიდგომა ითვალისწინებს განავითაროს ასეთი მოსწავლეებზე განათლების ორიენტირებული მეთოდოლოგია, ცდილობს შეიმუშაოს უფრო დრეკადი პედაგოგიური მიდგომები რამდენადაც ყველა ბავშვი წარმოადგენს ინდივიდუმს სხვადასხვა სასწავლო მოთხოვნებით. 1989წელი “ბავშვთა უფლებები გაეროს კონვენციამ”აღიარა ასეთი  ბავშვების განათლების უფლება. 1994  წელს იუნესკოს ეგიდით,მსოფლიოს 92-მა  ქვეყანამ ხელი მოაწერა ესპანეთში “სალამანკას დეკლარაციას”, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ინკლუზიურ განათლებას და გააჟღერა მისი ძირითადი პრინციპები. 
            შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართულობა. 
შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ჩართულობა სასწავლო პროცესში ევროპისთვის გავლილი გზა და გადალახული ბარიერია, ამგვარი სწავლების აუცილებლობა  განაპირობა ჩატარებულმა კვლევებმა,რომლის თანახმადაც ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეციას და მათი უნარების კიდევ უფრო დაქვეითებას. ნორვეგიაში ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ კიდევ 30 წელი არ გაუქმებულა სპეციალიზებული სკოლები.ნორვეგიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ბავშვები თვითონ შეცვლიან სამყაროს. ხშირად ვახსენე ნორვეგია და ამიტომ აქვე ვიტყვი,  რომ სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს  მხარდაჭერით საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მასთან არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ, ამოქმედდა პროექტი, რომელის ქართულ სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვას ითვალისწინებს. ჯერჯერობით შერჩეულია  10 საჯარო სკოლა,სადაც შეუძლიათ სწავლა შშმ ბავშვებს.