„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრები უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ადგილით, სადაც მათ შეუძლიათ გაიუმჯობესონ თავიანთი ფუნქციური უნარები, მოხდეს მათი სოციალური ინტეგრაცია, ქონდეთ ურთიერთობა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან და განივითარონუნიკალური და ინდივიდუალური შესაძლებლობები. ჩვენ დახმარებასა და იმედს ვთავაზობთ ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს.
- დღის ცენტრის მისია : თანაგრძნობისა და შესაძლებლობების გარემოს შექმნა მისია: „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მისია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვაა.
- ხედვა: ქართული საზოგადოება, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდება მათი პირადი კეთილდღეობისათვის საჭირო რესურსებზე; აქვს უფლება და შესაძლებლობა, იყოს საზოგადოების თანასწუფლებიანი წევრი; არის თავისი ოჯახისა და საზოგადოების ცხოვრების აქტიური მონაწილე.
მათი საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
- თანასწორობა – განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს აქვთ უფლება, პატივს სცემდნენ და ჰქონდეთ საზოგადოების/თემის ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.
- ღირსება და თვითგამორკვევა – ბავშვების და ახალგაზრდების ცოდნის, შესაძლებლობების და გამოცდილების დაფასება, ასევე, მათი არჩევანის გაზიარება და მხარდაჭერა.
- მრავალფეროვნება – ადამიანებს შორის განსხვავებების დაფასება და აღიარება, რომ მრავალფეროვანი საზოგადოება – ძლიერი საზოგადოებაა.
- დისკრიმინაციის დაუშვებლობა – ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს დისკრიმინაციისგან თავისუფლად. ჩვენი მომსახურება გმობს ყველანაირ დისკრიმინაციას.
- პროფესიონალიზმი – ვავითარებთ და ვინარჩუნებთ ეფექტური რეაგირებისთვის საჭირო ორგანიზაციულ რესურსებს
- მულტისექტორული პარტნიორობა – პარტნიორობის შექმნა და შენარჩუნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ყველა ბავშვის და ახალგაზრდისთვის მომსახურების გასაწევად და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესამუშავებლად.
View Larger Map